ირმა ინაშვილი: უარი თქვით სააკაშვილ-ბოკერიების მფარველობაზე!

“პატრიოტთა ალიანის” ერთრთი ლიდერი ირმა ინაშვილი ქვეყანაში მიმდონარე პროცესების შესახებ წერს და მიმართავს აშშ-სა და ევროპის საქართველოში მოქმედ ინსტიტუტებს,-  უარი თქვით სააკაშვილ-ბოკერიების მფარველობაზე.

ამის შესახებ ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე წერს:

“ძალიან ვწუხვარ, რომ ბევრს, მათ შორის, ჩემს მეგობრებსაც, სრულიად არასწორად ესმით კოჰაბიტაციის არსი და ამას გულწრფელად განვიცდი. კოჰაბიტაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ დამნაშავეთა არდასჯით. ეს კოჰაბიტაციის მხოლოდ ერთი, საწყისი ეტაპი იყო და ამ ეტაპის ფარგლებში არ დაისაჯა სააკაშვილი, ბოკერია, არ დაისაჯა უამრავი სხვა. ეს ეტაპი დიდიხანია გავიარეთ.

სინამდვილეში, ჩვენ კოჰაბიტაციის შემდგომი ეტაპიც გავიარეთ, როდესაც ჩვენს თვალწინ, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ თანამდებობებზე დააბრუნეს სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმის ჯერ ნაკლებად ცნობილი, შემდეგ მეტად ცნობილი კადრები და დღეს ვერ ნახავთ ვერც ერთ სახელმწიფო უწყებას, რომლის მმართველ რგოლში სააკაშვილ-ბოკერიას ზონდერ-საკადრო შემადგენლობა არ იყოს წარმოდგენილი.

კოჰაბიტაციის შემდეგი საფეხური ან, გნებავთ, პარალელური, თანმდევი ეტაპი იყო სააკაშვილ-ბოკერიების პარლამენტში წარმოდგენა, ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა რგოლში წარმოდგენა და ბოლოს, გრიგოლ ვაშაძისთვის (რომელსაც ქუჩაში 8000 მხარდამჭერიც ვერ გამოჰყავს) თითქმის 800 000 ხმის დაწერა. ვფიქრობთ, დღეს ყველას ესმის, რაოდენ დიდ სიყალბესთან და სიცრუესთან გვქონდა საქმე. ეს ყველაფერი ხორციელდებოდა დასავლეთში სააკაშვილ-ბოკერიების პატრონების მხარდაჭერით, რომლებიც ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ, რომ ქვეყანაში მხოლოდ ორი წამყვანი პოლიტიკური ძალა ყოფილიყო წარმოჩენილი: ერთი მხრივ, თავად „ქართული ოცნება“ და მეორე მხრივ, სააკაშვილ-ბოკერიები. ხელისუფლება ამ სქემაზე დათანხმდა, მაგრამ ამ სქემაში ყველა ერთმანეთს ატყუებდა. ხელისუფლებას სურდა, რომ ოპოზიციად მხოლოდ ბოკერიები ჰყოლოდა და ეგონა, რომ ეს მისთვის ხელისუფლებაში ყოფნის მუდმივი შანსია. ამავდროულად, ხელისუფლებას სააკაშვილ-ბოკერიების გაძლიერება არ აწყობდა და ორივესთან ჭადრაკს თამაშობდა მათი ურთიერთგადაკიდების მიზნით, რასაც ნაწილობრივ მიაღწია კიდეც, მაგრამ არც სააკაშვილ-ბოკერიები და მათი პატრონები ფიქრობდნენ ხელისუფლებასთან თამაშის წესების დაცვას. ამიტომ მუდმივად რევოლუციურ სცენარებს ამზადებდნენ და ამზადებენ, რაშიც მათ აქტიურად ეხმარებიან სახელმწიფო სტრუქტურებში ჩანერგილი თანამებრძოლები, რომლებსაც დღეს წამყვანი თანამდებობები უკავიათ.

სააკაშვილ-ბოკერიებმა სერიოზულად შეარყიეს ხელისუფლება და ცალსახად ვამბობთ, მას დიდი ხნის წინ ჩამოაგდებდნენ, ხალხის მხარდაჭერა რომ ჰქონდეთ. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვეგონოს, რომ ვითარება მარტივია, რომ ყველაფერი თავისით ჩაწყნარდება და რომ სააკაშვილ-ბოკერიები ვერ მობრუნდებიან! პირიქით, ჩვენ მკაფიოდ უნდა გავითავისოთ, რომ სანამ საბოლოოდ არ გავანადგურებთ სააკაშვილ-ბოკერიებს, სანამ საბოლოოდ არ დავამარცხებთ „ქართულ ოცნებაში“ კოჰაბიტირებულ მათ თანამებრძოლებს, რომლებიც დღეს „ქართული ოცნების“ აწ უკვე უმრავლესობას წარმოადგენენ და, რაც მთავარია, სანამ არ გავაგებინებთ დასავლეთს, რომ ქართველი ხალხის მხარეს უნდა იდგეს და არა სააკაშვილ-ბოკერიების მხარს, მანამდე ქვეყანაში არც მშვიდობა იქნება და არც სტაბილურობა!

ამიტომ კვლავ ვამბობთ: მიტინგები არა თუ არ შეწყდება, ჩვენ გავზრდით საპროტესტო აქციების ინტენსივობას და, ცხადია, არ მივცემთ სააკაშვილ-ბოკერიებს იმის საშუალებას, რომ თავისი ერთი მუჭა მხარდამჭერებითა და ლგბტ-ტერორისტებით აყაჩაღებდნენ და ატერორებდნენ ქართველ ხალხსა და საქართველოს.

მივმართავ პოლიტიკურ პროცესს მოწყვეტილ ადამიანებს, – გახდით ჩვენი მხარდამჭერები!

მივმართავ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, – დაგვიდექით გვერდში!

მივმართავ ხელისუფლებაში მყოფ ჯანსაღ ადამიანებს, – ვიმოქმედოთ ერთად და ერთად გადავარჩინოთ ქვეყანა!

და ბოლოს, მივმართავ აშშ-სა და ევროპის საქართველოში მოქმედ ინსტიტუტებს,- დაუდექით გვერდში ქართველ ხალს და უარი თქვით სააკაშვილ-ბოკერიების მფარველობაზე!”- წერს ირმა ინაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...