ირმა ინაშვილი: თბილისში დაგეგმილ აქციას ვაუქმებთ – გვაბრალებენ, თითქოს რუსეთის დავალებით ვაპირებთ დესტრუქციულ ქმედებებს

“პარტიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი “ქართულ ოცნებას” მისი პარტიის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდისტული კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს, რის გამოც, 7 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი აქცია აღარ გაიმართება და ამის სანაცვლოდ ის გაიმართება 9 ნოემბერს, საღამოს 17 საათზე, ქ. ქუთაისში.

ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა და პარტია იტხოვს, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, მანამდე კი უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე.

„ქართული ოცნება“ ჩვენს წინააღმდეგ აწარმოებს პროპაგანდისტულ კამპანიას,- თითქოს ჩვენ არ ვმოქმედებთ მარტო! ერთის მხრივ, ცდილობს დათესოს აზრი, თითქოს ჩვენ ვმოქმედებთ სააკაშვილის, ბოკერიას და სხვა პარტიებთან ერთად, მეორეს მხრივ,- ცდილობს დათესოს აზრი, თითქოს ჩვენ რუსეთის დავალებით ვაპირებთ დესტრუქციულ ქმედებებს. ამის პარალელურად, ინერგება აზრი, თითქოს ჩვენ უკანონო, ბანდიტურ მოქმედებებს ვგეგმავთ, რაც სრული აბსრუდია!
მორიგჯერ ვამბობ: ჩვენი პარტია ყოველთვის მარტო მოქმედებდა და დღესაც მარტოა! ვმოქმედებთ დამოუკიდებლად, ჩვენი სტრატეგიითა და ტაქტიკით!
ზემოთ დავასახელე რამდენიმე თემა იმ პროპაგანდისტული კამპანიიდან, რასაც „ქართული ოცნება“ ჩვენს წინააღმდეგ აწარმოებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი აქცია ჩავატაროთ არა თბილისში, თავისუფლების მოედანზე, არამედ დავიწყოთ აქციები ქუთაისიდან. პირველი აქცია ჩატარდება ქუთაისში, ნაცვლად თბილისისა! შემდეგი აქციები გაიმართება სხვა ქალაქებში და ბოლოს, ჩვენ შევიკრიბებით თბილისში!
ამგვარად, 7 ნოემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქცია აღარ ჩატარდება. მის ნაცვლად, პირველი აქცია ჩატარდება ქუთაისში, 9 ნოემბერს, საღამოს 5 საათზე, დავით აღმაშენებლის მოედანზე, თეატრის წინ! აქვე გამოცხადდება შემდეგი აქციების ჩატარების გეგმა! იმ თბილისელებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ მონაწილეობა მიიღონ ჩვენს აქციაში, 9 ნოემბერს, დღის 1 საათიდან სამარშრუტო ავტობუსები იდგება თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე.
მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ჩვენს აქციებზე დაცული იქნება დისტანცია, ყველა მონაწილეს დაურიგდება ნიღაბი. დაცული იქნება ყველა სტანდარტი” – წერს ირმა ინაშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად