ირმა ინაშვილი: სხვა პარტიების აქციაზე ჩვენი შეერთება არ მოხდება!

“არც ვიცოდი, თუ ამავე დღეს სხვებიც მართავდნენ აქციას. მე და ჩვენმა გუნდმა ის ვიცით, რასაც თავად ვგეგმავთ.”,-ამის შესახებ, “პატრიოტთა ალიანსის” წევრი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მოკლედ, 17 ნოემბერს, კვირას, საღამოს 5 საათზე, ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე. წეღან ჟურნალისტმა მკითხა, ამავე დღეს სხვა პარტიების აქციაა რუსთაველზე და შეერთება ხომ არ მოხდებაო.

არავითარი შეერთება არ მოხდება. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეზი და ჩვენი მოქმედების გეგმა.

სიმართლე გითხრათ, არც ვიცოდი, თუ ამავე დღეს სხვებიც მართავდნენ აქციას. მე და ჩვენმა გუნდმა ის ვიცით, რასაც თავად ვგეგმავთ.

ჩვენ 17 ნოემბერს რესპუბლიკის მოედანზე ვიდგებით. აქედან ვიწყებთ. ზუსტად ვიცი, რომ ბევრნი ვიქნებით, იმაზე გაცილებით ბევრი, ვიდრე კობახიძეს წარმოუდგენია.”,-წერს ირმა ინაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად