ირმა ინაშვილი სააკაშვილ-ბოკერიას: მარშრუტკებით” ჩამოიყვანეს ადამიანებიო, მერე ვინ გიშლით, თქვენც ჩამოყვანეთ

“ცხადია, თავისუფლების მოედანი დღეს შეივსებოდა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ხალხი შეიკრიბა სააკაშვილ-ბოკერიას წინააღმდეგ, ეს იყო უმთავრესი და არა დღევანდელი დღის “ევროპული” შეფუთვა.” – ასეთ შეფასებას აკეთებს დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი.

“მეორე- “მარშრუტკებით” ჩამოიყვანეს ადამიანებიო. მერე ვინ გიშლით, თქვენც ჩამოყვანეთ, თუ შეგიძლიათ?! გინდ “მარშრუტკით” და გინდ- მატარებლით, მაგრამ არ შეგიძლიათ და ვისაც შეუძლია, იმათი გშურთ!

მესამე- აქ მთავარი ისაა, რომ ხალხი სინამდვილეში სააკაშვილ-ბოკერიას
წინააღმდეგ გამოვიდა და სწორად მოიქცა, რომ გამოვიდა. ეს ის ხალხია, ვისაც პატრიოტების რეზოლუციაზე ხელი აქვს მოწერილი და 7 წელია დამნაშავეების დასჯას ითხოვს. ტრაგიკული კი ისაა, რომ ხელისუფლებამ ამ ხალხს დღესაც იგივე უთხრა, – არავის არ დავსჯი. პირიქით, კვლავ და კვლავ ვეცდები მიშა და გიგა ქვეყნის სამსახურში ჩავაყენოო.

მეოთხე- ანუ ძველრომაული სპექტაკლი გრძელდება. მიშა და გიგა კვლავ და კვლავ იქნებიან, ოცნებაც კვლავ და კვლავ მოგვატყუებს, შემდეგ მიშას და გიგას კვლავ და კვლავ აამხედრებს, რევოლუციის ილუზიას შექმნის და ჩვენს სამართლიან გაბრაზებას გადატრიალების შიშით გადაფარავს. შემდეგ სააკაშვილ-ბოკერიებს ჰუმანურად დაშლის და თუ ისინი არ მოისვენებენ და კონტროლიდან გავლენ, თავისუფლების მოედანზე გამოგვიყვანს და მიშა-გიგას დასჯის მოლოდინში მყოფ ხალხს გვეტყვის, – ვერ და არ დავსჯი მიშა-გიგას, ქვეყნის სამსახურში უნდა ჩავაყენო, ხომ იცით, რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო.

P. S. 2012 წლის იდეალები იყო სამართლიანობის აღდგენა და დამნაშავეების დასჯა!

ნათელია, რომ ქვეყანაში მხოლოდ ორი ძალაა- ქართული ოცნება, რომელიც აგრძელებს პილიტიკურ ჭადრაკს ყველასთან, ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც, ხოლო მეორე პოლიტიკური ცენტრი პატრიოტთა ალიანსია, რომელიც არ თამაშობს და ხალხის ინტერესებს იცავს. ასე რომ, არჩევანი ნათელია.” – წერს ირმა ინაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად