ირმა ინაშვილი: სააკაშვილ-ბოკერიას ჯგუფს უნდა, პატრიარქს გული გაუსკდეს და მოკვდეს…

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი საქართველოს საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და “ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგა ბოკერიას პოლიტიკურ ჯგუფს სურს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს გული გაუსკდეს და მოკვდეს. 

მისი თქმით, ეკლესიას სააკაშვილ-ბოკერია დაჯგუფების მიერ ჩანერგილი სასულიერო პირები, თეოლოგები და ექსპეტებია ებრძვიან.

“რადიკალურად უპირისპირდებიან მართლმადიდებელ ეკლესიას არამარტო საქართველოში და იმ ფსევდო ლიბერალურ ძალებს დასაყრდენი საქართველოში ჰყავდათ, დღესაც ჰყავს…

აბსოლუტურად მიუღებელი, ამაზრზენია, როდესაც სააკაშვილისა და ბოკერიას პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები დღეს ლაპარაკობენ იმაზე, რომ თურმე რა ხდება ეკლესიაში, რა დისკრედიტირებულია. როდესაც ეს ხალხი თვითონ, მთელი ამ წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ებრძოდა ეკლესიას.

რაც ახლა ხდება ეკლესიაში მათი ჩანერგილი აგენტურის ნამოქმედარია. ეკლესიაში წლების მანძილზე ჰყავდათ ჩანერგილი აგენტურა სამღვდელოების სამოსში შემოსილი, ვითომ მეუფეები… მე ახლა მეუფე პეტრეზე ვლაპარაკობ. რა მეუფე პეტრე ეს არის?! მეუფე პეტრე არის ცრუ მეუფე! პეტრე! ასე მოვიხსენიებ მას. როგორ ბედავს ისეთი ტიპის განცხადებების გაკეთებას, რასაც აკეთებს პატრიარქთან მიმართებაში. ეს არის მეუფის განცხადებები?! ასე უნდა მეტყველებდეს და აზროვნებდეს მეუფე?!

ვინ არის დეკანოზი ილია ჭიღლაძე? ვინც 24 საათი გამოდის თქვენს ეთერში, ვინ არის ე.წ. დედა სიდონია? რომელიც საერთოდ კავშირი არ არის მართლმადიდებელ ეკლესიასთან?

აი, ეს ხალხი, ე.წ.თეოლოგები. ე,წ. ექსპერტები, რომლებიც პირდაპირ კავშირში არინ ბოკერიასთან და მიხეილ სააკაშვილთან, ებრძვიან ეკლესიას. შემდეგ კი მეუფე იაკობის განცხადებები, მამალაძის წერილი, სადაც თურმე საშინელებები წერია, გამოაქვეყნოს ერთი რა წერია ასეთი.

მე დარწმუნებული ვარ, რომ სინოდის უმრავლესობას არ ეშინია მამალაძის წერილის. გამოაქვეყნოს! მისი ძმა მიანიშნებდა სხვადასხვა ცოდვებზე, მამათმავლობა ახსენა.

რა უნდათ ამ ძალებს?! ამ ძალებს უნდა ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტისთვის ზიანის მიყენება.რასაც ვერ მიაღწევენ. ამ ძალებს უნდათ პატრიარქს გული გაუსკდეს და მოკვდეს. აი ეს უნდათ, მაგრამ ეს არ მოხდება. იმიტომ, რომ ჩვენი პატრიარქი არის მართლაც გამორჩეული პატრიარქი, რომელსაც არა მარტო მართლმადიდებელი სამყარო სცემს პატივს… და ჩვენ ასე უნდა ვიქცეოდეთ? ეს ზოგიერთ ჟურნალისტსაც ეხება, რომელიც ბოროტი სიხარულით აშუქებს ეკლესიის ამბებს”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა “ტვპირველთან”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად