ირმა ინაშვილი: ქვეყანაში სამოქალაქო ომის ნიშნებია

ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილია ტელეკომპანია “იმედთან” განაცხადა.

“დიდი სურვილი მაქვს პოლიტიკური პროცესი ქუჩიდან პარლამენტში გადავიდეს. ხელისუფლებამ უნდა წარადგინოს შეთავაზება, რას გვთავაზობს ოპოზიციას.

სრულიად ამოვარდნილი კონტექსტიდან ირაკლი კობაიძის განცხადებები „პოლიტიკურად გვაწყობს თუ ისინი(ოპოზიცია) ქუჩაში დარჩება“- ამ რიტორიკით ნუ ვილაპარაკებთ.
ორივე მხარეს მინდა მოვუწოდო, თუ გვინდა რიტორიკა შეიცვალოს.
რაც შეეხება გერმანულ მოდელს, ჩვენ არ ვიყავით ამ მოდელის ინიციატორები და ვიცოდით, რომ ბევრი რამე საკამათო იყო მოდელში, მაგრამ ამ ვითარებიდან გამომდინარე ჩვენ მხარი დავუჭირეთ გერმანულ მოდელს, ჩავთვალეთ, რომ კონსესუსის მიღწევის საშუალებაა.

რასაც ჩვენ ვადევნებთ და რა პროცესსაც ჩვენ უყურებთ, ძალიან სახიფათო ნიშნები ჩანს გარეთ, ქვეყანაში სამოქალაქო ომის ნიშნებია, ეს ჩანს, მე არ ვაპირებ რამე ვამტკიცო… და ჩვენ, არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა დავუშვათ. აქამდე არ უნდა მივიყვანოთ ქვეყანა” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად