ირმა ინაშვილი: “ქართული ოცნების” ელიტის ნაწილი დასასჯელია იმის გამო, რომ ხელი დააფარეს “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულს

“ვერავითარ დავალებას ვერ და არ მომცემს ხელისუფლება. ვისაც თვალები აქვს, ის უნდა ხედავდეს, რა დიდი ბრძოლა აქვს “ქართულ ოცნებას” გამოცხადებული და ყველა სხვა დანარჩენებსაც ჩვენს წინააღმდეგ გამოცხადებული.”

ამის შესახებ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ერთერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ხომ არ მოქმედებს ხელისუფლების დავალებით, როცა ხელისუფლებიდან წასულებია “ნაციონალური მოძრაობა” და “ალიანსის” მხრიდან მუდმივად იმაზე ლაპარაკი, რომ “დაასრულებთ მათ.”

ირმა ინაშვილის თქმით, ის, რომ დამნაშავეები არ ისჯებიან და კიდევ არიან პოლიტიკურ ველზე, ეს არის “ქართული ოცნების” დანაშაული.

“მე არ ვლაპარაკობ მხოლოდ სააკაშვილის და ბოკარიას დასჯაზე. მე მრავალი თვეა ვლაპარაკობ “ქართული ოცნების” იმ წარმომადგენლების დასჯაზე, რომლებმაც ხელი დააფარეს დანაშაულს. ეს არის ელიტის ნაწილი, ვინც არ დასაჯა და ვისაც ეს ეხებოდა. მაგალითად არჩილ კბილაშვილი, რომელიც დასასჯელია ზუსტად იმის გამო, რომ ძალზე სერიოზული საქმეები შემოდო თაროზე და დამნაშავეები არ დასაჯა. ჩვენ გვახსოვს მათი ყოფილი მთავარი პროკურორის განცხადებბები, კი, ყველას დანაშაული ჰქონდა ჩადენილი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს, ვინც 2012 წელს შევიდნენ პარლამენტში, მაგრამ ჩვენ არ დავსაჯეთო. ლაშა ნაცვლიშვილის საჯარო განცხადება იყო ეს ერთერთი ტელევიზიის ეთერში. ეს ხომ არის პირდაპირ დანაშაულზე ხელის დაფარება?” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პოლიტიკური რეკლამა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად