ირმა ინაშვილი: „ქართული ოცნება“ ვაჭრობს არჩევნებით, მანდატებით, დავით გარეჯის თემით, კოვიდით…

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საპატიმროდან გათავისუფლება “ქართული ოცნების” ვაჭრობის შედეგია.

როგორც ირმა ინაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივერი მელაშვილი არ უნდა გაეთავისუფლებინათ.

“არჩევნების გაყალბების შემდეგ ქართული ოცნება ციხიდან ათავისუფლებს მელაშვილს, რომელსაც პროკურატურის განცხადებით, რეალურად ჩადენილ დანაშაულში ედავებიან და რომელიც აცხადებს, რომ დავით გარეჯი საქართველო არაა. მთელ ამ სიტუაციას პოლიტიკური კონტექსტი ახლავს. რა დროს და რატომ მოხდა ამ ადამიანების გათავისუფლება, თუ ეს მძიმე დანაშაული ჩადენილია და ჩადენილია, როგორც პროკურატურა ამბობს, რატომ ათავისუფლებენ? აქ პოლიტიკური კონტექსტი ერთ-ერთი მთავარია. ნათელია, რომ “ქართული ოცნება ვაჭრობს”. ქართული ოცნება და ვაჭრობა ერთმანეთის სინონიმები გახდა. “ქართული ოცნება” ვაჭრობს არჩევნებით, მანდატებით, დავით გარეჯის თემით და მზადაა, ნახევარი ქვეყანა დათმოს, ოღონდ ვინმე შეიტანოს გაყალბებული გზით ფორმირებულ არჩევნებში. ქართული ოცნება ვაჭრობს კოვიდით, ყოვლად უგუნური აკრძალვებით, რასაც ვეწინააღმდეგებით”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...