ირმა ინაშვილი “ქართულ ოცნებას”: მოგიწყობთ ნამდვილ რევოლუციას!

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი “ქართულ ოცნებას” რევოლუციის მოწყობით ემუქრება. ამის შესახებ ირმა ინაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ პროგნოზს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით.

“ვეუბნები ქართული ოცნების” ელიტას და ცალკეულ ლიდერებს, თუ თქვენ 2020 წლის არჩევნებში დაიწერთ 60%-ს და 20%-ს დაუწერთ სააკაშვილის და ბოკერიას პოლიტიკურ ჯგუფებს, “საქართველოს პატრიოტები” ქართველ ხალხთან ერთად მოგიწყობთ ნამდვილ რევოლუციას. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. ეს არ იქნება ის საპროტესტო აქციები, რასაც “ქართულ ოცნებასთან” შეხმატკბილებული და კოჰაბიტირებული ბოკერია-სააკაშვილის ჯგუფები უწყობენ ხოლმე “ქართულ ოცნებას.” ეს იქნება ნამდვილი რევოლუცია, ნამდვილი პროტესტი და ნამდვილი რეაქცია ქართველი ხალხისა, იმ შედეგებზე, რომელსაც წინასწარ ასაჯაროვებს ირაკლი კობახიძე”-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი განცხადებით, თუ “ქართული ოცნება თავს არ დაანებებს გაზვიადებული, ჰაერიდან მოტანილი მონაცემების გავრცელებას, წინასწარ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, “პატრიოტთა ალიანსი” წინასწარ ეუბნება, რომ ე.ი. ხელისუფლება აპირებს არჩევნების მასობრივ გაყალბებას.

“არჩევნების მასობრივი გაყალბების წინააღმდეგ ჯანსაღი რეაქცია არის რევოლუცია. ამ რევოლუციას “ქართული ოცნება” აუცილებლად მიიღებს “საქართველოს პატრიოტების” და ქართველი ხალხის მხრიდან”-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად