ირმა ინაშვილი: პოლიტიკური ცხოველი „ნაციონალური ოცნება“, რაზეც 9 წელია ვლაპარაკობ, უკვე დაიბადა, გაძლიერდა და მოაჯდა ამ ქვეყანას

კიდევ ვამბობ, არ ენდოთ “ქართული ოცნების” არც ერთ სიტყვას. როცა წინა რეჟიმს მოძალადეს უწოდებენ, თვალი გაახილეთ და დაინახეთ, რომ ეს 9 წლის მანძილზე ნაცადი და დამკვიდრებული პოლიტიკური თამაშია, სანახაობის მაყურებლისთვის საკენკის დაყრაა, სხვა არაფერი, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“დასაჭერს დაიჭერდნენ და პოლიტიკური ველიდან გაწევდნენ, ვინმეს ამისი სურვილი და მიზანი რომ ჰქონოდა. “ქართული ოცნება” დასრულდება ნაცმოძრაობის დასრულებასთან ერთად, ამიტომ ისინი ერთმანეთს ვითომ მტრობენ და სინამდვილეში ერთმანეთს აძლიერებენ. ამათზეა სიმღერა “უშენოდ, მზე არ მზეობს უშენოდ”… არ იქნება ნაცმოძრაობა, არ იქნება კობახიძის ოცნება, ვისაც ეს ჯერ კიდევ არ ესმის, შეეცადოს ტვინი დაძაბოს და მიხვდეს.

ესენი ყველა არჩევნებს “მოიგებენ”, რასაც უნდათ, იმას დაიწერენ, ვისაც უნდათ, აღაზევებენ და ვისაც უნდა, მიჩაგრავენ. პოლიტიკური ცხოველი (ნაციონალური ოცნება), რაზეც მე 9 წელია ვლაპარაკობ, უკვე დაიბადა, გაძლიერდა და მოაჯდა ამ ქვეყანას”, – წერს ირმა ინაშვილი.

კომენტარები
იტვირთება...