ირმა ინაშვილი: “ოცნებას” უნდა მოვუგოთ, აბა, სათამაშოდ კი არ ვმონაწილეობთ არჩევნებში

“პატრიოატთა ალიანსის” ერთერთი ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.

ამის შესახებ ირმა ინაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რა მოლოდინები აქვს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

“ჩვენ გამარჯვებას ვაპირებთ. არჩევნებში ზოგი მონაწილეობს იმისათვის, რომ მისთვის ეს არის კომერცია. ვიცნობთ ასეთ პოლიტიკოსებს და პარტიებს. ზოგი მონაწილეობს იმისათვის, რომ ტივტივებდეს პოლიტიკურ პორცესში, რომელიც პრაკტიკულად ქვეყანაში არ არსებობს. რა პოლიტიკური პროცესია, ან რა არჩევნებია? ქვეყანაში მიდის ბრძოლა, ეს იმისი აგენტია, ეს ამისი და ეს ქვეყანა ფეხზე კიდია ყველას, აი, ეგ არის სიმართლე. მთავარია, ამ ძალებისთვის, ვისაც მე პოლტიკურ ველზე ვუყურებ, თავი შეყონ პარლამენტში, ქვეყანა კი არ ადარდებთ, მშიერი ადამიანები კი არ ტკივათ. 8 სულიანი ოჯახი ერთნახევარ პურს რომ იღებს დახმარების სახით, რა გეაგენტება, რა გეარლიყება, თითქოს საამაყო იყო სხვა ქვეყნის აგენტობა. აგენტობა საერთოდ ცუდია. ამაზე კი არ ფიქრობენ. ჩვენ საზოგადოებისგან ვიგრძენით, რომ მხარდაჭრა კიდევ გაგვეზარდა. ზუსტად ამ თავდასხმების შემდეგ. მთელ საქართველოში დავდივარ და ჩვენმა რეიტინგმა კიდევ მოიმატა. ჩავატარეთ პაქტიკულად რეფერენდუმის ტოლფასი კვლევა და ეს კვლევა გვეუბნება, რომ ჩვენ ვიმარჯვებთ. მილიონ 800 ათასი ანკეტაა, 840 ათასზე მეტი აუდიოჩანაწერია, 10 ათასზე მეტი ფოტო, რომ ნამდვილად შევავსე ეს. ეს არის უტყუარი მტკიცებულება”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დასმული შეკითხვის “ოცნებას მოუგებთ?” საპასუხოდ, ირმა ინაშვილმა განაცხადა:

“რატომაც არა. “ოცნების” მხარდამჭერთა  რიცხვი ქვეყანაში დღითიდღე მცირდება. “პატრიოტთა” მხრადამჭერი რიცხვი იზრდება და რატომაც არ მოვუგებთ? დიახაც, უნდა მოვუგოთ, აბა, სათამაშოდ კი არ ვმონაწილეობთ არჩევნებში”.

პოლიტიკური რეკლამა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად