ირმა ინაშვილი “ოცნებას”: რატომ არ ხდება დამნაშავეების გამიჯვნა პოლიტიკისგან?

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ხელისუფლებას რამდენიმე კითხვით მიმართავს. პოლიტიკოსს აინტერესებს, დამნაშავე ძალაში ბოკერია-უგულავას შემადგენლობაც იგულისხმება თუ მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა”:

“ხელისუფლება აცხადებს, რომ კოალიციის ფარგლებში დამნაშავე ძალასთან არ ითანამშრომლებს. ასეთი მკაფიო, კონკრეტული განცხადებები კეთდება ხელისუფლების პირველი პირების დონეზე. მაქვს ორი კითხვა:

1. დამნაშავე ძალა-ში იგულისხმება მხოლოდ სააკაშვილის პოლიტჯგუფი? ანუ მელია, გოცირიძე, ბოკუჩავა და არა ბოკერია-უგულავას შემადგენლობა?

2. თუ საჯარო განცხადებების დონეზე ასეთ მკაფიო კვალიფიკაციას აძლევთ წინა რეჟიმის პოლიტიკურ ჯგუფებს, რატომ არავის სჯით? რატომ არ უჭერთ მხარს ჩვენს რეზოლუციას (რომელიც მეორედ დავარეგისტრირეთ პარლამენტში), რატომ არ იძვრის ადგილიდან თქვენს მიერ ხელოვნურად გაჩერებული საქმეები, რატომ არ ხდება დამნაშავეების გამიჯვნა პოლიტიკისაგან? რატომ ცდით ქართველი ხალხის დიდ მოთმინებას?” – წერს ირმა ინაშვილი Facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად