ირმა ინაშვილი: ნინო ბურჯანაძის განცხადებები გაბრაზებული დეიდას განცხადებებია!

 

მე არაფერი არ გამქცევია და არაფერი არ გამირბის სხვებისგან განსხვავებით. ძალიან ზუსტად მესმის, რას და რატომ ვლაპარაკობ. სამწუხაროდ ბურჯანაძე ყოველთვის თვითონ გვეხება. წლების წინ დაიწყო ეს პროცესი. გაუგებარია რატომ, – ეს განცხადება "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა და მერობის კანდიდატმა "აიპრესთან" ინტერვიუში ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, ბურჯანაძის განცხადებები პოლიტიკოსის განცხადებები არ არის, ეს არის გაბრაზებული დეიდას განცხადებები. 

ბურჯანაძემ რამდენიმე დღის წინ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ პატივს გცემთ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს, თუმცა ბოლო პერიოდში მათ სიტყვა გაექცათო. რას იტყვით ამაზე?

მე არაფერი არ გამქცევია და არაფერი არ გამირბის სხვებისგან განსხვავებით. ძალიან ზუსტად მესმის, რას და რატომ ვლაპარაკობ. სამწუხაროდ ბურჯანაძე ყოველთვის თვითონ გვეხება. წლების წინ დაიწყო ეს პროცესი. გაუგებარია რატომ.

ქალბატონი ბურჯანაძე მაკრიტიკებდა ხან საგარეჯოს არჩევნების დროს. მაკრიტიკებდა შიმშილობის დროსაც და ეჭვი შეჰქონდა ნამდვილად ვშიმშილობდით თუ არა. ახლაც გამოვიდა და განაცხადა, რომ თურმე მოშიმშილეები უცნაურად შიმშილობდნენ. მეც გავახსენებ მას, რომ როდესაც 2007 წელს მისი კოლეგები პარლამენტში შიმშილობდნენ გადასაფერებელი არ შეატანინა ხალხს. საერთოდ მიმაჩნია, რომ ბურაჯანაძის სტანდარტი ძალიან დაეშვა დაბლა.

რას გულისხმობთ?

როგორც პოლიტიკოსი დისკვალიფიცირებულია და ამას ვგულისხმობ.

ვინ მიანიჭა დისკვალიფიკაცია?

თავის თავს თვითონ.

მისი რეიტინგი დაეცა და მაგას გულიხმობთ?

არა მხოლოდ. მისი განცხადებები პოლიტიკოსის განცხადებები არ არის. ეს არის გაბრაზებული დეიდას განცხადებები. არ მინდა ბურაჯანაძეზე მეტი კომენტარის კეთება. ისევევ როგორც ლევან ბერძენიშვილი და მისი ძმა აღარ არიან ჩემთვის საინტერესო პერსონები, ისეა ბურჯანაძეც. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...