ირმა ინაშვილი ნიკა მელიაზე: მე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს

“უტრირება, რომ მე ნიკა მელია უნდა მეცემა, უხერხულია ამ თემაზე საუბარი, მე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს”, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტში მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

“მივედი ნიკა მელიასთან, რადგან მიკროფონიდან არ ისმენდა, რასაც ვეუბნებოდი, რომ მოეცა საშუალება ჩემი მოხსენება დამემთავრებინა. მივედი და პირადად ვეუბნებოდი, რომ პატივი ეცა საკუთარი თავისთვის და გაჩუმებულიყო და დამშვიდებულიყო, მოეცა საშუალება, დამემთავრებინა ჩემი განცხადება. როდესაც ვუთხარი გამოდი გარეთმეთქი, სიმართლე გითხრათ, ვეპატიჟებოდი ამ შენობაში, ჩემს კაბინეტში, მეოთხე სართულზე და პირისპირ მინდოდა საუბარი. უტრირება, რომ მე ნიკა მელია უნდა მეცემა, უხერხულია ამ თემაზე საუბარი, მე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში ინციდენტი მოხდა. ირმა ინაშვილს სიტყვით გამოსვლა ნიკა მელიამ რეპლიკებით შეწყვეტინა, რამაც ურთიერთობა დაძაბა. ინაშვილმა მელიას მოუწოდა, რომ წასულიყვნენ გარეთ, შემდეგ კი ინაშვილმა მელიას სახეში ქაღალდები შეაყარა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად