ირმა ინაშვილი “ნაცმოძრაობას” : ახლა აღარ იყო რუსეთი ოკუპანტი, თქვე ფარჩაკებო?

“ მოკლედ, რა ჟანრია, თავად განსაზღვრეთ: კომედიაა, ტრაგედიაა, ტრაგი- კომედიაა და თუ კიდევ სხვა რამ:” – ასე ეხმიანება “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი დღეს, თავისუფლების მოედანზე “ნაცმოძრაობის” აქციაზე ბუბა კიკაბიძის რუსულად შესრულებულ “თბილისოს”.

“მთელ ქვეყანას რუსეთის აგენტებად აცხადებენ, რა ცხრილი და სქემა არ დახაზეს, რა მილიონებზე არ ილაპარაკეს და ბოლოს, მაინც და მაინც თავისუფლების მოედნიდან… დააკვირდით, თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ი ს მოედნიდან რუსულად იმღერეს. ახლა აღარ იყო რუსეთი ოკუპანტი, თქვე ფარჩაკებო?

იმედია, ხვდებით, როგორ იშიფრება ეს ყველაფერი:

დილიდან ГРУ- თი დაიწყეს და საღამოს თავისუფლების მოედნიდან სწორედ ГРУ-ს მისცეს სიგნალი: თქვენი ვიყავით და თქვენი ვართ, იმასაც ჩაგაბარებთ, რაც ჩასაბარებელი დაგვრჩა ანუ ჩასაბარებელი კიდევ ბევრიაო.

აი, ეს იაფფასიანი… მართლა აგენტები ვინმეს რომ ГРУ- ს აგენტობას დააბრალებენ, ამაზე, მგონი, ყველაზე მეტად თვითონ ГРУ-ს ეცინება.

ფონოგრამა შეეშალათ, თურმე ?

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად