ირმა ინაშვილი: მოვისმენთ სამთავრობო პროგრამას, მაგრამ მხარს ვერ დავუჭერთ

ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა  ჟურნალისტებს სამთავრობო ცვლილებების საკითხის კომენტირებისას განუცხადა და აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ წარდგენილი სისტემური ცვლილებები ყოველთვის მოკლებულია მეცნიერულ ანალიზს.

ირმა ინაშვილის აზრით, საზოგადოება ვერ იღებს განმარტებას, რატომ მიდის თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი, რომელზეც ამბობენ, რომ წარმატებული პრემიერია.

„ბოლო შვიდი წლის განმავლობაში საქართველოში რამდენჯერმე შეიცვალა პრემიერ-მინისტრი და მთავრობის შემადგენლობა. ყოველი ამ ცვლილების დროს ვერ ვისმენთ განმარტებას პრემიერ-მინისტრისგან, რატომ მიდის დაკავებული პოსტიდან, რა არგუმენტაცია აქვს, არადა, გვესმის შეფასებები, რომ ის იყო წარმატებული პრემიერ-მინისტრი, მაგრამ რატომ მიდის პოსტიდან, მისი მხრიდან განმარტებები არ გვესმის, რაც მიმაჩნია საზოგადოების უპატივცემულობად. ყოველთვის უნდა იყოს განმარტებული, რატომ მიდიხარ პოსტიდან. სამწუხაროდ, ცვლილებები, რასაც წარმოადგენს მთავრობა, სისტემური ცვლილებები, მოკლებულია ხოლმე მეცნიერულ ანალიზს. რჩება განცდა, რომ ეს ყველაფერი სპონტანურად არის ხოლმე წარმოდგენილი შემდგომ პარლამენტში“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად