ირმა ინაშვილი მმართველ გუნდს: ასე რომ წავიდეს საქმე, არც პარლამენტი გჭირდებათ, არც ოპოზიცია, არავინ არ გინდათ!

გაუგებარია, აუხსნელია, პარლამენტის წევრს, რატომ უნდა დაებადოს თავში, მოუვიდეს აზრი მისი მთავარი ფუნქცია გადასცეს მთავრობას”- ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, იმ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

” პარლამენტიში წარმოდგენილი ცვლილება არის ანტიკონსტიტუციუირი, ეწინააღმდეგება ყველაზე მთავარ კანონს კონსტიტუციას.

გაუგებარია, აუხსნელია, პარლამენტის წევრს, რატომ უნდა დაებადოს თავში, მოუვიდეს აზრი მისი მთავარი ფუნქცია გადასცეს მთავრობას. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პრეროგატივა კონსტიტუციით აქვს გარანტირებული პარლამენტს.

ანუ, თქვენ ამ უფლებას, გადასცემთ მთავრობას?! ჩვენ არა მარტო იმას გეუბნებით რომ არ უნდა მიიღოთ, არამედ გეუბნებით რომ რა კანონმდებლობაც გვაქვს, თავისუფლად შეიძლება ეპიდემიის, პანდემიის და სხვა გამოწვევის შეკავება. არავითარ შემთხვევაში პარლამენტს არ უნდა წაერთვას, მისი ფუნქცია-საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების, კონტროლის.

თქვენ ასე რომ წავიდეს საქმე, არც პარლამენტი გჭირდებათ, არც პოლიტიკური ოპოზიცია, არავინ არ გინდათ! ისეთ ნაბიჯებს დგამთ ამ 8 წლის განმავლობაში, ეს არის აბსოლუტუარად აუხსნელი, არალოგიკური, თვითდაზიანების მკაფიო მაგალითი. მიიყენეთ ეს დაზიანება, მე წინააღმდეგი არ ვარ”-ამბობს ირმა ინაშვილი.

შეგახსენებთ: „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად