ირმა ინაშვილი მმართველ გუნდს: ბასიშვილი ზონდერი მიზის წინა სავარძელში და ვითომ არაფერი, რა მოხდა?

საპარლამენტო ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” ლიდერმა ირმა ინაშილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდი და ოპოზიცია თანამშრომლობაში დაადანაშაულა და მმართველი გუნდის მისამართით განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ადამიანებს მთავარი – სამართლიანობის რწმენა დაუკარგა.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ, უმრავლესობამაცც და მთავრობამაც ადამიანებს მთავარი რამ დაუკარგეთ და წაართვით -სამართლიანობის რწმენა! ისეთი აბსურდული გარემო, როგორიც ამ პარლამენტშია, მე დედამიწის ზურგზე არ მგონია, რომ სადმე, რომელიმე პარლამენტში იყოს. ბასიშვილი ზონდერი მიზის წინა სავარძელში და ვითომ არაფერი, რა მოხდა? ეს ხომ თქვენი სტილია -არაფერი არ მოხდა! რეზოლუცია იყო? ახლა რომ ძალიან ყვირიხართ, ჯიგრები ვართ, ესა ვართ… ჯერ რა ტერმინოლოგიაა, მხარი დაგეჭირათ და მიგეღოთ ის რეზოლუცია, გატრუნულები რომ ისხედით საპარლამენტო უმრავლესობის 80%. იმიტომ არ გინდოდათ, რომ ყოველი არჩევნების წინ, თქვენ გჭირდებათ “ნაციონალური მოძრაობა”, გჭირდებათ იმიტომ რომ მათ ფონზე, მათი წარსულის ფონზე გამოჩნდეთ უფრო ეუკეთესები და ვერ ჩანხართ უკეთესები, არ ჩანხართ… იმიტომ რომ ბევრ საკითხში ზუსტად ის გზა აირჩიეთ რა გზაზეც ისინი იდგნენ. აი, ეს არის სიმართლე, მაგრამ ეს სიმართლე არ გსიამოვნებთ”-მიმართა ირმა ინაშვილმა უმრავლეობას.

შეგახსენებთ:  პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.

პრემიერ-მინისტრი პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ფრაქციებმა  დაიბარეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად