ირმა ინაშვილი: მხარს ვუჭერთ უმრავლესობის პროექტს “ბუნებრივი ბარიერი ბლოკების გარეშე”

​ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა ფრაქციის სახელით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს

“პატრიოტთა ალიანსი” მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადდა და ბლოკების გარეშე ნულოვანი ბარიერის დაწესებას ითვალისწინებს.

“ხელისუფლების უმრავლესობის მიერ შემოთავაზებულ ინიციატივას “ბუნებრივი ბარიერი -არაბლოკები” ჩვენ მხარს ვუჭერთ. ეს მისაღებია ჩვენთვის და მნიშვნელოვანი ინიციატივაა და მეორე, მხარს ვუჭერთ ინიციატივას, რომელსაც ვხედავთ რომ ჩავარდება “3%-იანი ბარიერი პლიუს ბლოკები.” ჩვენს პოლიტიკურ პარტიას არ ეშინია 3%-იანი ბარიერის და არც ბლოკების. კარგად აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი თვითონ პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა”-განაცხადა ირმა ინაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

მანვე მოუწოდა უმრავლესობას, მოახდინოს დეპუტატების მობილიზაცია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტმა კენჭისყრაზე რაც შეიძლება მეტი ხმა მიიღოს, რადგან პროპორციული სისტემა არა რომელიმე პოლიტიკური ძალის, არამედ ქართველი ხალხის მონაპოვარია.

“​წავიკითხე, რომ მაჟორიტარები არ ჩაერთვებიან კენჭისყრაში. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ჩავარდეს უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი. სხვა შემთხვევაში, თქვენ ძალიან კარგად ახდენთ ხოლმე მობილიზაციას. აი, ახლა მოახდინეთ მობილიზაცია, რომ მაქსიმალურად მეტი დეპუტატი იყოს დარბაზში წარმოდგენილი, რომ თუ მაჟორიტარების ნაწილი არ მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას, ეს დაბალანსდეს და არ დავკარგოთ ის მონაპოვარი, რაც ქართველი ხალხის მონაპოვარია პირველ რიგში და მონოპოლიურად ამას თავის თავზე ნურავინ მიიკერებს”-მიმართა იაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას.

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლ​ის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დღევანდელ პლენარულ სესიაზე განიხილა.

პარლამენტმა ორი პროექტი განიხილა, რომელთაგან ერთი – ერთი მმართველმა გუნდმა, ხოლო მეორე – ოპოზიციამ მოამზადა.

ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს, არჩევნების ჩატარებას სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებულია საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება.

უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები 2020 საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.

კერძოდ, პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. ცვლილებების მიხედვით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად