ირმა ინაშვილი: მგონი, მარტო ბატონ ქუმსიშვილს კი არა, მთელს მთავრობას აჟრიალებს

"მე მგონი მარტო ბატონ ქუმსიშვილს კი არა, მთელს მთავრობას აჟრიალებს და უმრავლესობაშიც აჟრიალებს ზოგიერთს ვატყობ", – ამის შესახებ "პატრიოტთა" ალიანსის წევრმა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია "პირველთან" განაცხადა. მისივე თქმით, ლარის კრიზისს დღევანდელი წარმოდგენი პროგრამით ეს ხელისუფლება ვერ  მოერევა.

"90-იან წლებთან შედარება მოგვიწევს, იმიტომ რომ ლარის კრიზისს დღევანდელი წარმოდგენი პროგრამით ეს ხელისუფლება ვერ  მოერევა და ვერ დაარეგულირებს. აქციზის გადასახადის ზრდა არ არის გამოსავალი, ეს პირიქით დაარტყავს იმ ადამიანებს, რომლებიც საწვავს ასხამენ, რომლებიც თამბქოს მოიხმარენ, რომლებიც ელემენტარულად პურს ყიდულობენ, იმიტომ რომ აქციზის ზრდა საწვავზე ყველა პროდუქტს აძვირებს. მე არ ვიცი არაადექვატურობა რაშია? მაშინ ადექვატური მთავრობა გვაყვს და არაადექვატური ყოფილა ხალხი და როცა ასეთი უფსკრული ჩნდება ხალხსა და ხელისუფლებას შორის, რომ ერთი თვლის არაადექვატურად და მეორეს არაადექვატურად აცხადებს, პროცესები ძალიან ცუდად ვითარდება", – განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...