ირმა ინაშვილი: მეუფე პეტრე არის ცრუ მეუფე!

ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, პარლამენტის ვიცესპიკერმა ირმა ინაშვილმა “ტვპირველთან” განაცხადა.

“რადიკალურად უპირისპირდებიან მართლმადიდებელ ეკლესიას არამარტო საქართველოში და იმ ფსევდო ლიბერალურ ძალებს დასაყრდენი საქართველოში ჰყავდათ, დღესაც ჰყავს…

აბსოლუტურად მიუღებელი, ამაზრზენია, როდესაც სააკაშვილისა და ბოკერიას პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები დღეს ლაპარაკობენ იმაზე, რომ თურმე რა ხდება ეკლესიაში, რა დისკრედიტირებულია. როდესაც ეს ხალხი თვითონ, მთელი ამ წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ებრძოდა ეკლესიას.

რაც ახლა ხდება ეკლესიაში მათი ჩანერგილი აგენტურის ნამოქმედარია. ეკლესიაში წლების მანძილზე ჰყავდათ ჩანერგილი აგენტურა სამღვდელოების სამოსში შემოსილი, ვითომ მეუფეები… მე ახლა მეუფე პეტრეზე ვლაპარაკობ. რა მეუფე ეს არის?! მეუფე პეტრე არის ცრუ მეუფე! პეტრე! ასე მოვიხსენიებ მას. როგორ ბედავს ისეთი ტიპის განცხადებების გაკეთებას, რასაც აკეთებს პატრიარქთან მიმართებაში. ეს არის მეუფის განცხადებები?! ასე უნდა მეტყველებდეს და აზროვნებდეს მეუფე?!”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად