ირმა ინაშვილი: მაჟორიტარი ვიქნები – ყველგან მიმიღებენ

“პატრიოტთა ალიანსის” ერთერთი ლიდერი ირმა ინაშვილი საპარლამენტო არჩევნებში კენჭს მაჟორიტარ კანდიდატად იყრის, თუმცა, რომელ ოლქში დააყენებს საკუთარ კანდიდატურას, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

აღნიშნულის შესახებ ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე წერს:

“მაჟორიტარი ვიქნები. არჩევნები და საერთოდ, პოლიტიკა ჩემთვის ბრძოლაა და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ჩემი სახით, წინა ხაზზე უნდა იდგეს. სად წავალ, ვიცი. ისიც ვიცი, ბევრგან მიმიღებენ, ამიტომაც ოლქს ჩემი წარმოშობის კუთხით შევარჩევ, ბავშვობა სად გავატარე- ამ ნიშნით, თუ მთელი შეგნებული ცხოვრება ტერიტორიულად სად ვცხოვრობ- ამ კრიტერიუმით, არა მგონია, რომ ამგვარ კლასიფიკაციას არსებითი დატვირთვა ჰქონდეს. ბორჯომიდან დაწყებული ყაზბეგით დასრულებული, ლაგოდეხიდან დაწყებული აჭარით გაგრძელებული, ყველგან მიმიღებენ და სიმართლე გითხრათ, უზომოდ მადლიერი ვარ საქართველოს ყველა კუთხის მაცხოვრებლების, რომლებიც უანგაროდ, სიყვარულით მგულშემატკივრობენ. ამ ალალ ხალხს ვეუბნები, ყველაფერი კარგად იქნება. ამჯერად გამარჯვებას ვეღარ წაგვართმევენ!!!

ჩვენი გამარჯვება- შენი გამარჯვებაა!
შენი გამარჯვება-
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს
გამარჯვებაა !!!” – წერს ირმა ინაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად