ირმა ინაშვილი კობახიძეს: ეგ ენა მაშინ გქონდა მოსახევი, როცა “ნაცებისგან” გამიჯვნისკენ მომიწოდებდი

” ეგ ენა ჯერ კიდევ მაშინ გქონდა მოსახევი, როცა ნაცებისგან გამიჯვნისკენ მომწოდებდი. შენ, რომელმაც ყველაფერი გააკეთე ჩვენი რეზოლუციის დასაბლოკად და ჩასაგდებად!”,-ამის შესახებ, “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სადაც ის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კობახიძეს მიმართავს.

“ვეუბნები “ქართული ოცნების” ახალ ზურაბ ადეიშვილს, იგივე ირაკლი კობახიძეს: თავი დაანებე ჩემი დისკერდიტაციის მცდელობას და ჩემზე სრულიად არასწორი, არამართალი განცხადებების ტირაჟირებას. სად დავდივარ და ვის ვხვდები, რომელ პროსპექტზე თუ უბანში ვიმყოფები გადასარევად იცის ყველამ, ვინც ეს უნდა იცოდეს, ვინაიდან საჯაროდ ვხვდები ყველას, ვისთანაც შეხვედრა მსურს, მჭირდება ან მას სჭირდება.

ეგ ენა ჯერ კიდევ მაშინ გქონდა მოსახევი, როცა ნაცებისგან გამიჯვნისკენ მომწოდებდი. შენ, რომელმაც ყველაფერი გააკეთე ჩვენი რეზოლუციის დასაბლოკად და ჩასაგდებად!

ასეთი უცნაური, ურცხვი დრო თუ დადგებოდა ამ ბედკრულ ქვეყანაში, ამას როგორ ვიფიქრებდი. თურმე, ყველაფერი შეიძლება იკადროს ადამიანმა, ამისი მაგალითი ხარ შენ- ირაკლი, ზურაბ ადეიშვილო. დანარჩენს გეტყვი, როცა პირადად გნახავ. “,-ამის შესახებ, “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად