ირმა ინაშვილი: ხდება სამხედრო გადატრიალების ტიპის სასამართლო გადატრიალება!

პარლამენტის ვიცესპიკერი ირმა ინაშვილი სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ერთი ჯგუფის მიერ ხდება სამხედრო გადატრიალების ტიპის სასამართლო გადატრიალება,- კლანური ძალაუფლების სრული უზურპაციის მიზნით…

“სამხედრო გადატრიალება”- ყველას აქვს წარმოდგენა, რას ნიშნავს ეს ტერმინი და რას გულისხმობს ეს პროცესი! დღეს საქართველოს სასამართლო სისტემაში ერთი ჯგუფის მიერ ხდება სამხედრო გადატრიალების ტიპის სასამართლო გადატრიალება,- კლანური ძალაუფლების სრული უზურპაციის მიზნით!
ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ რაც ხდება სასამართლოში, ეს არაა მხოლოდ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული კრიზისი, ეს პროცესი უკვე სახელმწიფოს უსაფრთხოებას ემუქრება. კარგი იქნება, თუ სათანადო სტრუქტურები ამ კუთხით შეხედავენ პროცესს.
სხვათა შორის, ამ საფრთხის ანალიზი მათ ისედაც, კონსტიტუციურად ევალება” – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...