ირმა ინაშვილი: ისევ გავდივარ რუსთაველის ძეგლთან და ვიწყებ საპროტესო აქციებს

საგარეჯოში "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატი ირმა ინაშვილი საგარეჯოში შუალედური არჩევნების შედეგებს აპროტესტებს.

როგორც ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია  "ობიექტივის" პირდაპი ეთერში განაცხადა, რომ საგარეჯოს არჩევნების შემდეგ ხელისუფლება გახდა „მიშა 2“. "ამის გამო მე ისევ გავდივარ რუსთაველის ძეგლთან და კვლავ ვიწყებ საპროტესტო აქციებს ახალი ტიპის სისტემის და რეჟიმის წინააღმდეგ".

მისივე თქმით, საგარეჯოში არჩევნებზე ადგილი ჰქონდა უხეშ დარღვევებს და გაყალებას. ირმა ინაშვილმა ისაუბრა უბნებზე დარღვევებზე და ასევე აღნიშნა, რომ დახურული სპეცუბნები არის მანკიერი პრაქტიკა. 

"დაუჯერებელია, რომ ჯარისკაცებიდან ნაწილს მაინც ხმა არ მოეცა ჩემთვის, როგორც აფხაზეთის ომის ვეტერანისთვის. ამ ჯარისკაცებს შორის ძალიან ბევრი ბორჯომელი და დუშელი იყო და ისინი მაინც მე მომცემდნენ ხმას. მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ჯარისკაცების ხმები წავიდა სახელისუფლებო კანდიდატის მიმართულებით.

როგორც არჩევნების ტექნოლოგები მიხსნიან, გამოყენებული იყო კარუსელის ტექნოლოგია. საკუთარ ჯარსაც არ ენდო თავდაცვის მინისტრი და ღია ბიულეტინები დაამატეს საარჩევნო ყუთში. მივმართავ სასამართლოს და ჩვენ მოვითხოვთ #13 უბნის შედეგების გაუქმებას", – განაცხადა ინაშვილმა.

მან ასევე მოუწოდა მხარდამჭერებს მოუწოდა: "8 ნოემბერს, კვირას 16:00 საათზე ჩვენს მომხრეებს მოვუწოდებთ, რომ შევიკრიბოთ რუსთაველის ძეგლთან და დავიწყოთ კვლავ ბრძოლა ჩვენი უფლებების დასაცავად და ქართული დემოკრატიის გადასარჩენად. რადგან, საარჩევნო პორცესში ასეთი დარღვევები, გაყალბება ეს არ უნდა განმეორდეს 2016 წლის არჩევნებისთვის. უნდა მოხდეს ამის პრევენცია. საზოგადოებაც პასუხისმგებელია იმაზე, რომ თავისი ნება და პოზიცია გამოხატოს," – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...