ირმა ინაშვილი IRI-ის კვლევებზე: პოლიტიკურმა პროცესებმა საქართველოში მიიღო უკიდეგანო და ტოტალური ტყუილის სახე

ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა IRI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების შეფასებისას დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განცხადებით, თავად IRI ამბობს, რომ კვლევა ჩაატარა ივნის-ივლისში. არადა, კონფიდენციალურ შეხვედრებზე, რომელიც ივლისის შუა რიცხვებში შედგა, ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ კვლევა ჩატარებული აქვთ აპრილ-მაისში. ვფიქრობ, ზვერავდნენ, რას ვიტყოდით ჩვენ თუ ისინი მესამე ძალად გამოგვაცხადებდნენ. ახლა აცხადებენ, რომ კვლევა თითქოსდა ივნის-ივლისში ჩაატარეს, რაც სიცრუეა.

“მე ხელში მიკავია ე.წ. გარე მეხსიერება, რომელზეც ჩაწერილია 750 000-ზე მეტი აუდიო ჩანაწერი, საუბარია აუდიო, ხმოვან გამოკითხვაზე, იგივე ინტერვიუზე, ხოლო აქვე, თქვენს წინაშეა გამოკითხვის თითქმის 1 200 000 ფურცელი, სადაც დაფიქსირებულია რესპონდენტის სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, პროფესია და ა. შ. მაგრამ კვლავ ვამბობ, ეს 750 0000 აუდიო, ხმოვანი გამოკითხვაა.
დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ აუდიო გამოკითხვის მარტი-აპრილის შედეგებს. საუბარია 189 533 აუდიო ჩანაწერზე და ყველა ეს ჩანაწერი გადაეცემა ეუთოს, ევროკავშირის, ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიისა და შვეიცარიის საელჩოებს. მეტიც, იმისათვის, რომ სრულად ვამხილოთ IRI-ს ტყუილი და დეზინფორმაცია, მომდევნო სამ კვირაში წარმოგიდგენთ მაის-ივნისის გამოკითხვის შედეგებს, დოკუმენტური მასალით! შემდეგ სამ კვირაში ივლის-აგვისტოს მონაცემებსა და დოკუმენტურ მასალას, ამგვარად, ოქტომბრის შუა რიცხვებში 1 მილიონ 200 000 აუდიო, ხმოვან ჩანაწერს წარმოგიდგენთ! დღეს ხელთ გვაქვს 750 000 აუდიოჩანაწერი, ეს არის მარტის, აპრილის, მაისის, ივლისისა და აგვისტოს ნაწილის დოკუმენტური მასალა!
ეს არის ერთადერთი გზა, რომ დავამარცხოთ ტოტალური ტყუილი და დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე.
ვიდრე დავასახელებ კონკრეტულ ციფრებს, კვლავ გავიმეორებ, რომ ყველა ეს ინფორმაცია გადაეცემა ეუთოს, ევროკავშირის, ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიისა და შვეიცარიის საელჩოებს”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად