A1 ბანერი

ირმა ინაშვილი: იქნება კენჭისყრა თუ 400 000 ადამიანი მოვიყვანოთ, რომ მათ გაიძულონ კენჭისყრა?!

ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

“სხდომის თავმჯდომარეს მივმართავ, იქნება თუ არა კენჭისყრა? თუ 400 000 ადამიანს მოვუწოდოთ და აქ მოვიდეს პარლამენტთან, რომ გაიძულოთ კენჭისყრა. გვითხარით და ამასაც გავაკეთებთ. ამ ტრიბუნიდან და მაგ ტრიბუნიდან, პრობლემა არ არის. მოგადებათ ეს 400 000 ადამიანი და ორივეს და სამივეს გაგდგამთ აქედან”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მოგვიანებით ირმა ინაშვილმა განმარტა, რომ გაურკვევლობა გამოიწვია მისმა ფრაზამ, ამიტომ აკონკრეტებს, რომ აინტერესებს იქნება თუ არა მათი რეზოლუციის კენჭისყრა.

შეგახსენებთ, პატრიოტთა ალიანსი ითხოვს გასამართლდეს წინა ხელისუფლება და სააკაშვილი-ბოკერიას მმართველობა დამნაშავე რეჟიმად გამოცხადდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...