ირმა ინაშვილი: გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დგას

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგში დგას, რასაც იზიარებს.

როგორც ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ვითარებაში მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელი იყო რეზინის ტყვიების გამოყენება.

„ჩვენ სათანადო საკანონმდებლო ცვლილებით შემოვალთ, რომ არ მოხდეს ადამიანისთვის სიცოცხლისთვის საშიში რეზინის ტყვია იქნება თუ სხვა იარაღის გამოყენება მომავალში და მეტი ბარიერები იყოს ჩადებული კანონმდებლობაში. მაგრამ ყველაფერს აქვს ორი და რამდენიმე მხარე. სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ჩვენც ვმართავდით საპროტესტო აქციებს, ძალიან მწვავე აქციებს, მაგრამ არასდროს გვქონდა მცდელობა, შევჭრილიყავით სახელმწიფო დაწესებულებებში. არ გვქონდა მცდელობა სახელმწიფო გადატრიალების მოხდენის“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, გაკეთდა განცხადებები, რომ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს გამოძიება, რა ხდებოდა 20-21 ივნისს.

„რამდენიმე მხარე აქვს პროცესს, ერთი, რომ რეზინის ტყვიები არ უნდა გამოყენებულიყო, მაგრამ მეორე მხარეა, როდესაც დგება შეტევა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ეს ინსტიტუტები.

პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დგას და ის იზიარებს, მაგრამ ვინაიდან გამოძიება დასრულებული არ არის, მე სამართლებრივ შეფასებას ამას ვერ მივცემ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად