ირმა ინაშვილი: გაიტანეთ NDI და IRI საქართველოდან, დაამთავრეთ ეს ტყუილი !

ამის შესახებ, “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

” მოვედით იმიტომ რომ ამერიკის ხელისუფლებას ვუთხრათ, გაიტანეთ NDI და IRI საქართველოდან დაამთავრეთ ეს ტყუილი. არის ჯგუფი, კრამერების, ბრაიზა, ტორტონი და სხვები, რომლებიც საქართველში წლების განმავლობაში ატარებენ ექსპერიმენტს, მიხეილ სააკაშვილის და გიგა ბოკერიას სასარგებლოდ”,-ამბობს ინაშვილი.

ცნობისთვის, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქცია გამართა.

პროტესტი ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციების – „ენდიაის“ და „აირაის“ თბილისის ფილიალების წინააღმდეგაა მიმართული და საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევებს უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად