ირმა ინაშვილი: “ევროპული საქართველო“ არის მწამებელთა პარტია

“ევროპული საქართველო“ არის მწამებელთა პარტია- ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ” Now What?”, განაცხადა, რომელიც “მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ორგანიზებით მეორე დღეა მიმდინარეობს.

“ევროპული საქართველო” არის მწამებელთა პარტია. ამის სათქმელად მოვედი აქ, რომ საერთაშორისო პარტნიორებს ღიად ვუთხრა, ნუ უჭერთ მხარს მწამებლების პარტიებს.

ქართველი ხალხი დაიღალა. ეს აძლიერებს ანტიდასავლურ განწყობებს ამ ქვეყანაში, როდესაც ხედავს ქართველი ხალხი ბატონი ბოკერია, როგორც ვლაცლავ ჰაველი ისე საუბრობს ადამიანის უფლებებზე. ეს არის ადამიანების მწამაბელი ხალხი, რომელთა დასჯასაც ჩვენ ვითხოვთ.”,- თქვა ირმა ინაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, კონფერენციაზე დევიდ კრამერსა და ირმა ინაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...