ირმა ინაშვილი: ეს დღე დაიმახსოვრეთ, ილორის ღვთისმშობლის ხატი ისევ შებრძანდება აფხაზეთში

”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა გადაცემაში “ღამის კურიერი” ილორის ღვთისმშობლის ხატზე ისაუბრა, რომელიც “პატრიოტთა ალიანსმა” ოკუპირებულ აფხაზეთში ჩააბრძანა, და უკან დაუბრუნეს.

“აფხაზეთის სამღვდელოებამ ძალიან მკაფიო  განცხადებები გააკეთა ამასთან დაკავშირებით. არ იყო საჭირო  ხატთან მიახლოება და ხატის დაბრუნება. მკაფიო პოზიციები დააფიქსირეს, მაგრამ ილორის ხატი სამი თვე იყო დაბრძანებული ილორის ტაძარში. სამი თვის მანძილზე ამ ხატმა მადლი დატოვა კიდეც იმ ტაძარში და წამოიღო კიდეც. მე თქვენ ახლა გეუბნებით და ეს დღე დაიმახსოვრეთ, ილორის ღვთისმშობლის ხატი ისევ შებრძანდება აფხაზეთში.

რაც შეეხება ჩემს ჩასვლას აფხაზეთში, რაც თქვენ გინდათ წარმოაჩინოთ უშედეგო მცდელობად ჩვენი შერიგების, მინდა დაგამწუხროთ, იმის გამო, რომ ეს უშედეგო მცდელობა არ არის. თქვენ არც იმას არ მიაქციეთ ყურადღება რომ მთელი 27 წლის მანძილზე წელს პირველად მოხდა, 30 სექტემბერს აფხაზებმა  არ იზეიმეს ქართველ დამპყრობლებზე გამარჯვების დღე და აღლუმი არ ჩაატარეს. დასკვნები საზოგადოებას კარგად გამოაქვს. ჩვენ დიდ შრომას ვწევთ აფხაზებთან მიმართულებით, ოსებთან მიმართულებით, ჩვენ შერიგება გვინდა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პოლიტიკური რეკლამა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად