ირმა ინაშვილი ელჩებთან შეხვედრაზე: მივედი ხელის მოსაწერად და უცებ, მაგიდაზე გაჩნდა მეორე დოკუმენტი

“ეს შეხვედრა, ელჩებთან, ანუ შეხვედრების ფორმატი გულისხმობდა მხოლოდ საარჩევნო სისტემის ცვლილების ფორმირებას. სწორედ ამიტომ ჩავერთე მე ამ შეხვედრაში.” – განაცხადა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა “ღამის კურიერში”.

“ამ პროცესში, ხშირად ხდებოდა მთავარი თემიდან, ღერძიდან გადახვევა და იგივე ბოკერიას, გრიგოლ ვაშაძის და სააკაშვილის პარტიების წარმომადგენლები მუდმივად საუბრობდნენ უგულავას და სხვათა გათავისუფლების საკითხზე. ეს ხდებოდა ყველა შეხვედრაზე. ყველა შეხვედრაზე მე ვეწინააღმდეგებოდი და ვაპროტესტებდი ამას და კარგია, რომ ერთ-ერთ გადაცემაში ბოკერიამ ისიც განაცხადა, ინაშვილი ჩემს დაჭერასაც კი ითხოვდაო.” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის ვიცე სპიკერის განცხადებით, ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების ლოდერები მონაწილეობდნენ და ისინი დისკუსიაში შედიოდნენ.

ირმა ინაშვილი: მაგრამ, მე არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო ან ცილი დავწამო.  იგივე არჩილ თალაკვაძე ან ირაკლი კობახიძე, რომელთანაც მე ძალიან მძიმე ურთიერთობა მაქვს და მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ნეგატიური პიროვნებაა ქართულ პოლიტიკაში, არც ის დათანხმებულა არავის ამ საკითხზე. იქ მექანიზმებზეც მიდოდა საუბარი, მათ შორის გათავისუფლების მექანიზმებზე, იგივე პრეზიდენტის ინსტიტუტზეც.

მე რასაც ვუყურებ არცერთი ესენი სიმართლეს არ ლაპარაკობენ და ყველას სხვადასხვა აღქმა აქვს დოკუმენტისაც და პროცესისაც.

ირმ აინაშვილი დეტალურად იხსენებს იმ დღეს, როდესაც დოკუმენტს ხელი მოეწერა.

8 მარტს, როდესაც ჩვენ მივედით კულმინაციამდე, მე ვნახე, რომ პირველი იყო მთავარი დოკუმენტი, რომელსაც მე ვეთანხმებოდი და ხელსაც მოვაწერდი და უცებ მაგიდაზე გაჩნდა მეორე დოკუმენტი, ეს ორი სულ სხვადასხვა დოკუმენტი იყო. იქ საუბარი იყო ჩემთვის გაუგებარ ტენდენციებზე, მართლმსაჯულებაც კი იყო ნახსენები, მაგრამ გაუგებრად…

მე რედაქტორი ვიყავი წლების მანძილზე და ძალიან კარგად ვკითხულობ დოკუმენტებს. ბოკერია, როდესაც ამ დოკუმენტზე იყო საუბარი, პირდაპირ ამბობდა, რომ ის ამაში გულისხმობს უგულავას და სხვათა გათავისუფლებას. “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ რაღაც სამართლებრივ ასპექტებს გულისხმობდნენ ამაში.წარმოიდგინეთ, საარჩევნო სისტემაზე ვსაუბრობთ და ამ დროს რა შუაშია უგულავა და რურუა?

ორივე მხარე სხვადასხვაგვარად აღიქვამდა ამ დოკუმენტს და ორივემ მოაწერა ხელი.ამიტომ, მე გამოვედი თუ არა, მაშინვე განვაცხადე, რომ ადგილი ჰქონდა რაღაც გარიგებას. ოცნება და ბოკერია-სააკაშვილის პარტიები ჩემს გარეშეც ხვდებოდნენ ერთმანეთსაც და ელჩებსაც. ამიტომ, მე არ ვიცოდი, რომ 8 მარტს დამხვდებოდა ორი დოკუმენტი.” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად