ირმა ინაშვილი ეკა მიშველაძეს: თქვით, რომ “დოსიეს” ჰქონდა წარმოდგენილი დოკუმენტები, მოვითხოვ წარმომიდგინოთ ეს დოკუმენტები

“როდესაც თქვენ ხართ ჟურნალისტი და ეთერში აცხადებთ, რომ “დოსიეს” ჰქონდა წარმოდგენილი დოკუმენტები, მე ახლა მოვითხოვ თქვენგან, რომ წარმომიდგინოთ ეს დოკუმენტები. ამოაბეჭდინეთ თქვენს პროდიუსერს და შემოატანინეთ ეთერში”, – ასე მიმართა “ტვ პირველის” გადაცემა “საჯარო პოლიტიკის” ავტორსა და წამყვანს ეკა მიშველაძეს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა. მან გადაცემის ანონსში გასული ტექსტი გააკრიტიკა. 

“ეკრანზე რა არის არ ვიცი, ეს დოკუმენტი არ არის. ეს ორი ფურცელი, რასაც ახლა ჩვენ კადრში ვხედავთ, ეს არის “ფეიქ” ფურცლები. ყველას მოუწოდებთ, რომ ვიდრე ასეთ შეფასებას გააკეთებთ, რომ “დოსიეს” წარმოდგენილი ჰქონდა დოკუმენტები, შეხედეთ რა ე. წ. დოკუმენტებზე საუბრობენ. ეს ყველაფერი ტყუილია. ასახელებთ გვარებს, მაგრამ არავის არ ვიცნობ. ყველაფერი არის ტყუილი”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

გადაცემის წამყვანმა მას უპასუხა, რომ მის მიერ ნათქვამი გვარები არის “დოსიეს” ინფორმაცია და ეს თქვა გადაცემის დასაწყისშივე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად