ირმა ინაშვილი: დიმიტრი გვრიტიშვილი ისეთივე თავხედი და ცინიკოსია, როგორიც მურუსიძე

“2 წელია, როგორც პრაქტიკოს მოსამართლეს, არც ერთი საქმე არ განუხილავს, ამ უსაქმურობას იმითი ხნის, რომ სხვა ბევრი ფუნქცია აქვს, მენეჯერია, მართავს! და პრეტენზია აქვს, რომ უვადო მოსამართლედ დაინიშნოს!” – ვიცესპიკერი და “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებებს ეხმაურება.

“რეზიუმე: გამოდის, რომ ჩვენ ვირჩევთ მენეჯერებს,- უვადოდ და არა მოსამართლეებს! გვრიტიშვილი ისეთივე თავხედი და ცინიკოსია, როგორიც მურუსიძე, ასეთი “მენეჯერებისაგან” სამუდამოდ უნდა გათავისუფლდეს ქართული მართლმსაჯულების სისტემა.

ძირს ჯალათი, ცინიკოსი, თავხედი მოსამართლეები!!! ძირს კლანური მმართველობა! რაც მეტად ურთიერთობთ მედიასთან, მით უფრო მიმტკიცდება რწმენა, რომ მურუსიძე- ჩინჩალაძე- გვრიტიშვილ- მიქაუტაძეებისაგან სამუდამოდ უნდა გათავისუფლდეს სასამართლო!” – წერს ირმა ინაშვილი თავის სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად