ირმა ინაშვილი: დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. კარგი იქნება, თუ ეს შეხვედრები პოზიტიური შეთანხმებით დამთავრდება

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრა შედგა, კარგი იქნება, თუ ეს შეხვედრები პოზიტიური შეთანხმებით დამთავრდება”.

ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა და დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

„მნიშვნელოვანია, რომ შედგა დღევანდელი შეხვედრა. ჩვენ მოვისმინეთ არჩილ თალაკვაძის პოზიციაც. მე არ მაქვს პრობლემა, რომ არჩილთან მქონდეს კომუნიკაცია და ჩვენ მუდმივათ ხაზზე ვართ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე. ასე, რომ თავისთავად შეხვედრა რომ შედგა, ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია. ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესი. დეტალებზე საუბარი ნაადრევია, არ არის კორექტული, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

საერთოდ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. კარგი იქნება, თუ ეს შეხვედრები პოზიტიური შეთანხმებით დამთავრდება“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრას 9 პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად