ირმა ინაშვილი: “დელტას” ხელმძღვანელი კი არა, თავდაცვის მინისტრია გადასაყენებელი

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის "დელტას" ხელმძღვანელის უჩა ძოძუაშვილის თანამდებობიდან გადააყენება არაფერს ნიშნავს, რადგან თავდაცვის მინისტრია გადასაყენებელი.

"თავდაცვის მინისტრია თვითონ გადასაყენებელი და ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, თავდაცვის მინისტრმა პასუხისმგებლობისგან თავი დაიძვრინოს. "დელტამ" დაფინანსება დროზე ვერ მიიღო და სეტყვის საწინააღმდეგო ტექნიკის გამოყენება არ მოხდა”, – განაცხადა ინაშვილმა.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის თქმით, სეტყვის შედეგად გლეხებს დიდი ზარალი მიადგა, მოსავალი გაუნადგურდათ და დახმარება სჭირდებათ. თუმცა, სოფლის მეურნეობის მინისტრი ამ დრომე პროცესს ემიჯნება. ადგილობრივი ხელისუფლება კი ტყუის, როცა ამბობს, სპეციალური კომისია შეიქმნა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად