ირმა ინაშვილი დავით გარეჯზე: „ოცნებისგან“ ახლა ამაზე საუბარი უადგილო იყო, ამას არჩევნებით ვხსნი

“ოცნებისგან” ახლა ამაზე საუბარი უადგილო იყო, ამას არჩევნებით ვხსნი, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” განაცხადა.

მისი თქმით, მეორე მხრივ კითხვა ჩნდება, თუ ახლა მოხდა რუკის აღმოჩენა და ახალი გარემოებები გამოიკვეთა არ უნდა დაეწყო გამოძიება? და აქვე პასუხსაც სცემს, რომ უნდა დაეწყო.

“ქართულ ოცნებას” რაც შეეხება აბსოლუტურად უადგილო იყო ამ ვითარებაში ამ თემაზე საუბარი. საერთოდ ახასიათებს “ქართულ ოცნებას” არაადეკვატური, უსაგნო და უადგილო რაღაცები. რითი ვხსნი ამას და არჩევნებით. საარჩევნო პერიოდში დივიდენდების მოპოვების სურვილით.

მეორე მხრივ მრავალი წახნაგი და პლანია ამ თემაში. თუ ახლა მოხდა რუკის აღმოჩენა და გამოძიების გარემოებები ახლა გამოიკვეთა, კითხვა ჩნდება, არ უნდა დაეწყოთ ძიება?  უნდა დაეწყოთ”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პოლიტიკური რეკლამა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად