ირმა ინაშვილი: დავით გარეჯი გაყიდა სააკაშვილმა და ამაზე უნდა დაიწყოს ფართომასშტაბიანი გამოკითხვა (ვიდეო)

პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი( 2007 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი, ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი) და 2007 წელს დავით გარეჯის საკითხზე შექმნილი სახელმწიფო კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა და ბრალი საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღებისთვის წაუყენა.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ დავით გარეჯი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაყიდა და ის უნდა დაიკითხოს.

„წლების განმავლობაში მე პარლამენტის ტრიბუნიდან ვითხოვდი იმ პერიოდის კომისიის შესწავლას. რა იყო, არჩევნები მოახლოვდა და ახლა გაახსენდა „ქართულ ოცნებას“ დავით გარეჯი?  წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ სუს-ი, ყველა იმ ადამიანს, ვინც დავით გარეჯის თემაზე საუბრობდა, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების მტრად აცხადებდა.

მე ხაზგასმით ვამბობდი და დღესაც ვამბობ, რომ ალიევი არის გონიერი პრეზიდენტი. საქართველომ და აზერბაიჯანმა უნდა შეინარჩუნონ კეთილმეზუბლური ურთიერთობა, მაგრამ დავით გარეჯი გაყიდა სააკაშვილმა და ამაზე უნდა დაიწყოს ფართომასშტაბიანი გამოკითხვა. ორი კი არა, 22 კაცი უნდა გახდეს დასაკითხი და დასაჭერი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

 

პოლიტიკური რეკლამა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად