ირმა ინაშვილი: დაიწყეთ გამოძიება, რამდენად რეალურია “ნაციონალების” მოპოვებული 780 ათასი ხმა

“სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “პატრიპტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.

“ვერავინ იტყვის, რომ მას არ აქვს ლეგიტიმაცია. სალომე ზურაბიშვილმა მეორე ტურში რეალურად მოიგო და მოიპოვა მხარაჭერა. მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს დაიწყოს გამოძიება 780 ათას ხმაზე, რამდენად რეალურია “ნაციონალების” მოპოვებული ხმები.

გამოძიების პარალელურად ჩვენ ვაწარმოებთ პროცესს, რომელიც კონკრეტულ ფაქტებს დადებს,”- განაცხადა ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად