ირმა ინაშვილი: ბოლო კადრში ცდილობენ იხილოთ წინა და მოქმედი ხელისუფლებების შერწყმული მმართველობა

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, პარლამენტის ვიცე სპიკერი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” წინა მმართველობას გაურიგდა. ამის შესახებ ის პოსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“იცოდნენ, მაგრამ ვითომ არ იცოდნენ!
გარიგდნენ, მაგრამ ვითომ არ გარიგებულან! გიყურებენ, არ რცხვენიათ, უნიჭოდ ცრუობენ და ჰგონიათ, რომ ტყუვდები.

სწორედ ეს ახასიათებს პროვინციალიზმს- ურცხვი მანევრირება, ყველაფრისმკადრებლობა და მერე ამ ურცხვობის გამართლება. აქ არავის უწითლდება ლოყა სირცხვილისგან. აქ საჭირო არაა სირცხვილი.

მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა გარიგების საეტაპო ნაწილი. ბოლო კადრში ცდილობენ იხილოთ წინა და მოქმედი ხელისუფლებების შერწყმული მმართველობა… და თან, დაგარწმუნონ, რომ არაფერი გაუყალბებიათ, თქვენ თავად გააკეთეთ, თურმე, ამგვარი არჩევანი.

ვიმეორებ: “ქართული ოცნების” მხარდაჭერა დღეს ნიშნავს, რომ შენ მხარს უჭერ ოცნებისა და წინა რეჟიმის (ორივე ჯგუფს ვგულისხმობ) შესაძლო კოალიციურ მმართველობას.

დამიჯერეთ, ტყუილად არ ვამბობ, რასაც ვამბობ. თუ არ გინდათ, რომ ეს თეორია (რომელიც გარიგების საკვანძო მიზანია) პრაქტიკულად განხორციელებული იხილოთ, გამოფხიზლდით!

ჯერ აქედან დავიწყოთ, გამოფხიზლებიდან.” – წერს ირმა ინაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად