ირმა ინაშვილი: აუცილებელია, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, სხვა ვარიანტი ვითარების გამოსწორების, არ არსებობს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები იყო.

როგორც ირმა ინაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აუცილებელია, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რადგან მისი აზრით, ვითარების გამოსწორების სხვა ვარიანტი არ არსებობს.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. სახელმწიფო მდივნის მოადგილე არის მაღალი კლასის დიპლომატი. არის ინფორმირებული საქართველოში და მთლიანად რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ. კონკრეტულად მე და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა ვისაუბრეთ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს იყო მთავარი თემა. მე დავაფიქსირე ჩვენი პოზიცია, რასაც თქვენ წინაშე საჯაროდ ვაცხადებ. აუცილებელია, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, სხვა ვარიანტი ვითარების გამოსწორების, ჩემი და ჩვენი პარტიის აზრით, არ არსებობს. ეს არის ჩვენი პოზიცია და ჩვენ დღეს უბრალოდ გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად