ირმა ინაშვილი: არავის, ეგონოს, რომ ეს ქვეყანა მისი შპს და ბანკია, ეს ქვეყანა ქართველი ხალხის არის 

“ქართველი ხალხი არ აპირებს დავით გარეჯის დათმობას, რაც ჩვენია, ჩვენია”.
ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე განაცხადა და მომიტინგეებს მადლობა გადაუხადა აქტიურობისთვის.

“ჩვენი სამშობლო მარტო სიტყვები არ არის, ჩვენი სამშობლო აქ არის და ჩვენი სამშობლო არის მიწა, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი მართლმადიდებლობა და ეს ყველაფერი დღეს დასაცავია, როგორც ხედავთ. სისხლი იღვრებოდა, ჩვენი წინაპრები სისხლს ღვრიდნენ, რომ ქართული მიწა შეენარჩუნებინათ და რას აკეთებენ ეს უსინდისოები, ჰექტარ-ჰექტარ თმობენ ქართულ მიწებს, ეს უნდა დავამთავროთ. ეს არის დანაშაული და დიდი ღალატი.

შევიკრიბეთ, რათა არავის, ეგონოს, რომ ეს ქვეყანა მისი შპს და ბანკია, ეს ქვეყანა ქართველი ხალხის არის და აი, აქ არის ეს ქართველი ხალხი. ნელ-ნელა ბრაზდება ეს ქართველი ხალხი და ისე გაბრაზდება, რომ შემოდგომაზე ასი ამდენი გამოვალთ კიდევ, ეს რეპეტიციაა. ჩვენ არ გავჩერდებით, ეს გვინდა, რომ იცოდეთ და ყველას გადასცეთ თქვენს ქალაქებში, თქვენს რაიონებში. ჩვენ გავაგრძელებთ ამ აქციებს უწყვეტ რეჟიმში, არ დამთავრდება ეს ყველაფერი, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული, ყველა მოთხოვნა დაწყებული სიღარიბის დაძლევით, გაგრძელებული სამხედრო მიუმხრობლობით“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თმით, მორიგი აქცია 29 ივნისს ზუგდიდში გაიმართება, შემდეგ კი აქციები ჩატარდება ბათუმსა და ფოთში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...