ირმა ინაშვილი: არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს! ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს!

“პატრიოტთა ალიასის” ლიდერი ირმა ინაშვილი 2020 წლის 31 ოქტობერის საპარლამენტო არჩევნებში მიღებულ შედეგს არ ცობს. მისი თქმით შეუძლებელია მის პარტიას 3,18 % მიეღო.

“მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხისთვის სრულიად ნათელია- არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა! აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ამ არჩევნებში მიეღო 3%! შეუძლებელია, რომ პარტიის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდეს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე არჩევნებში მოგვცა ხმა! ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებ გამოიჩინეთ მოთმინება, ამ წუთებში პარტიის პოლიტსაბჭო მსჯელობს შემდგომი მოქმედებების გეგმაზე. ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას! იქნება აქციებიც და იქნება მოწოდებებიც! ჩვენ ვემზადებით დიდი ბრძოლისთვის. მკაფიოდ ვამბობთ, არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს! მადლობას ვეუბნები ჩვენს მხარდამჭერებს, აქტივს, ყველას, ვინც მზადაა ჩვენთან ერთად იმოქმედოს! ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს!” – წერს ირმა ინაშვილის facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად