ირმა ინაშვილი: ახლა ამ რუკაზე საუბარი და გამოტანა, პირდაპირ კავშირშია “ქართული ოცნების” მცდელობასთან, აიწიოს განულებული, უმძიმესი რეიტინგი

“ჩვენთვის რუკა აღმოჩენა არ არის, იმიტომ რომ სხვა რუკებიც არსებობს, სადაც ეს მოცემულობაა საქართველოს ინტერესებისთვის სასარგებლო მოცემულობა. სიმართლე სადაც არის. მაგრამ ეს დედანი რომ გამოჩნდა, თავისთავად კარგია”.

ამის შესახებ ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილიმა  “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა  და განმარტა, რომ  გარეჯის თემას აქტიურად აქცევდნენ ყურადღებას ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, 2007 წლიდან, და მასზე მუდმივად საუბრობდნენ.

ირმა ინაშვილის თქმით, ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს მოფრთხილება სჭირდება.

“ჩვენთვის რუკა აღმოჩენა არ არის, იმიტომ რომ სხვა რუკებიც არსებობს, სადაც ეს მოცემულობაა საქართველოს ინტერესებისთვის სასარგებლო მოცემულობა. სიმართლე სადაც არის. მაგრამ ეს დედანი რომ გამოჩნდა, თავისთავად კარგია.  სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” კეთილი საქმის გაკეთებაც კი იცის უდროო დროს, არასწორ ვითარებაში, არასწორ კონტექსტით ა.შ. მე პირდაპირ ვამბობ, რომ ახლა ამ რუკაზე საუბარი და ამის გამოტანა, პირდაპირ კავშირშია “ქართული ოცნების” მცდელობასთან, აიწიოს ძალზეც განულებული რეიტინგი, უმძიმესი რეიტინგი და ამისთვის მცდელობა არის, რომ გამოიყენოს მისი პიარისთვის. მაგრამ, აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უნდა გავუფრთხილდეთ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს ამ ურთულეს ვითარებაში, როდესაც ვიცით, ყარაბაღში რაც ხდება. არ უნდა დარჩეს აზერბაიჯანს ისეთი წარმოდგენა, რომ ჩვენ ვსარგებლობთ ამ შემთხვევით და ვიწყებთ მოქმედებებს,”- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

პოლიტიკური რეკლამა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად