ირმა ინაშვილი: ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება თუ არ გავუთანაბრეთ სისხლის სამართლის დანაშაულს,  სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ვერ შევძლებთ

“პატრიოტთა ალიანსი” მხარს არ უჭერს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით კენჭისყრაში.

“ჩვენ მხარი დავუჭირეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, შევასრულეთ ჩვენი სიტყვა. ჩვენ სამწუხაროდ, მხარს ვერ დავუჭერთ ამ საარჩევნო კოდექსს. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს ქვეყანას და ვისურვო, რომ ჩატარდეს სამართლიანი, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. თუ ჩვენ ვერ უზრუნველვყავით ამ ტიპის არჩევნების ჩატარება და ამას სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიის საყურადღებოდ ვამბობ, ძალიან დიდი რისკის ქვეშ დავაყენებთ ქართულ სახელმწიფოს”.

განაცხადა “პატრიოტათა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტის მეორე მოსმენით განხილვისას, სადაც ჩამოთავალა ის დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომელსაც წარმოდგენლი კანონპროექტი ითვალისწინებს.

“თუ არ შევზღუდეთ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და არ გავუთანაბრეთ სისხლის სამართლის დანაშაულს,  ამის გარეშე ჩვენ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ვერ შევძლებთ. ეს ქმნის რისკს არჩევნების გაყალბების და არის მნიშვნელოვანი დანაშაული. ვიცი, აზრი არა აქვს და არ შეცვლით, მაგრამ მაინც დავაყენებ საკითხს, რომ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტიად გამოყენება სისიხლის სამართლის კატეგორიად გადავიყვანოთ.წარმოდგენილი ცვლილებებით, კარგია, რომ მარტივდება საარჩევნო სუბიექტებად პარტიების დარეგისტრირების პროცედურა. ადრე 25 ათასი ხელმოწერა იყო საჭირო, ახლა 5 ათასია და ზოგიერთ პარტიას საერთოდ არ სჭირდება ხელმოწერების შეგროვება. ვხედავთ მცდელობას, რომ კენჭისყრის შენობიდან გარკვეულ მანძილზე შეზღუდული იყოს ამომრჩევლის გადადგილება, თუმცა, გაუგებარია, ფიზიკურად როგორ უნდა განხორცილდეს. კარგია, რომ არცევნებამდე 60 დღის მანძილზე იკრძალება სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მაუწყებლის ეთერში ისეთი ვიდეო-რგოლების განთავსება, რაც ინფორმაციას შეიცავს ამ კონკრეტული უწყებების შესრულებული ან შესასრულებელი სამუშაოების შესახებ, ანუ იკრძალება ფარული რეკლამა ხელისუფლების სასარგებლოდ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ არის ცვლილებების კასკადი, რაც ფასადურია და სიღრმისეულად არ ცვლის საარჩევნო კოდექსს დემოკრატიის სასარგებლოდ”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად