ირმა ინაშვილი 17 ნოემბერს მასშტაბურ აქციას აანონსებს

ამის შესახებ, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“კიდევ ერთხელ გაწვდით ინფორმაციას:

ჩვენი- საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ორგანიზებით აქცია იმართება კვირას, 17 ნოემბერს, საღამოს 5 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე.

ყველა მხარდამჭერს, თანამოაზრეს მოვუწოდებ: შემოგვიერთდით! ყველა სხვა პარტიის მხარდამჭერებსაც მივმართავ: მოდით! ყველა უპარტიოს ვეუბნები: ჩვენთან ერთად იმოქმედეთ! მივმართავ ახალგაზდობას: ჩვენს გვერდით დადექით! ვეუბნები “ქართული ოცნების” მხარდამჭერებსაც, ვინც ერთგული დარჩა 2012 წლის ფასეულობებისა და პრინციპების: ნუ წაახალისებთ “ქართულ ოცნებას” იმაში, რასაც ვგმობდით წინა რეჟიმის დროს! ხდება ხელისუფლების მითვისება, ამისთვის სჭირდებათ მაჟორიტარული სისტემა და არა რეგიონებში ხალხის დასახმარებლად. უმრავლეს რაიონებში ხალხი არც კი იცნობს საკუთარ მაჟორიტარს. მაგალითად, საგარეჯოში, სადაც მაჟორიტარი ისევ მე ვგონივარ. -წერს ირმა ინაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად