ირლანდიაში მომხდარ სროლას 29 წლის ქალი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ ირლანდიაში, ოლსტერის პროვინციის ქალაქ კრეგანში მომხდარ მასობრივ არეულობას სროლა მოჰყვა.

სროლის შედეგად დაიღუპა 29 წლის ქალი. შესაბამისს განცხადებას პროვინციის სამართალდამცავი ორგანო ტვიტერზე აქვეყნებს.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, მომხდარს პოლიციამ ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

არეულობის ფონზე, თავდამსხმელები “მოლოტოვის კოქტეილებს” ისროდნენ, რის შედეგადაც დაიწვა რამდენიმე ავტომობილი. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მათ არეულობა 1916 წლის იმ აღდგომის აჯანყების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით მოაწყვეს, რომელიც ირლანდიის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მოძრაობის ლიდერებმა მოაწყვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...