ირლანდიაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ინფიცირებულთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

ირლანდიაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, – ამის შესახებ ირლანდიის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (HSE) ხელმძღვანელმა პოლ რიდმა დუბლინში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ახლა ქვეყნის საავადმყოფოებში 1 700 კორონავირუსული პაციენტია, საიდანაც 158 რეანიმაციულ განყოფილებაშია”, – განაცხადა დირექტორმა და აღნიშნა, რომ მანამდე პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა გასული წლის აპრილში.

“ერთადერთი, რასაც დღეს მოქალაქეებს ვთხოვთ, დარჩნენ სახლში. ამით თქვენ დაეხმარებით ჩვენს საავადმყოფოებსა და სამედიცინო პერსონალს”, – თქვა რიდმა.

ირლანდიის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსით ინფიცირების 4,929 ახალი შემთხვევისა, ასევე COVID-19-თან დაკავშირებული რვა გარდაცვალების შესახებ განაცხადა. ინფიცირებული ირლანდიელების დაახლოებით ნახევარი “ბრიტანული შტამის” მატარებელია, რომელიც ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთში გამოვლინდა. საერთო ჯამში, ირლანდიაში პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 152,539 შემთხვევა, ხოლო გარდაიცვალა 2,352 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად