ირლანდიას ისტორიაში პირველად, ჰომოსექსუალი პრემიერი ეყოლება

ირლანდიის მთავრობას სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი ლეო ვარადკარი უხელმძღვანელებს, რომელმაც 2015 საკუთარი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. 38 წლის პოლიტიკოსი, რომელიც ინდური წარმომავლობისაა, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი გახდება,-ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

ბრიტანული გამოცემის თანახმად, 2 ივნისს ვარადკარი მმართველი პარტიის Fine Gael-ის ლიდერად აირჩიეს.

შესაბამისად, ის პრემიერმინისტრის თანამდებობას დაიკავებს, რომელიც ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედმა პრემიერმინისტრმა ენდა კენიმ მაისში გადადგომის შესახებ განაცხადა. კენიმ მისი მემკვიდრის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა.

ვარადკარი გასული წლის მაისში სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. მანამდე, მან დაახლოებით ორი წელი ჯანმრთელობის სამინისტროს უხელმძღვანელმა, ხოლო სამი წელი ტრანსპორტის, ტურიზმისა და სპორტის მინისტრის პოსტი ეკავა.

2015 წლის იანვარში პოლიტიკოსმა საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ პირველად განაცხადა და ამჟამად პირველი ჰომოსექსუალი პრემიერი იქნება ირლანდიის მთავრობაში. ვარადკარის მამა, პროფესიით ექიმია, დაიბადა მუმბაიში. 1960 წელს ის ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ექიმმა თავისი მომავალი მეუღლე გაიცნო.

ირლანდია – მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, სადაც ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინებას მხარი დაუჭირეს. 2015 წლის მაისში რეფერენდუმი ჩატარდა, რომელშიც უმრავლესობამ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭირა. გადაწყვეტილება ქორწინების განმარტებაში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. 1993 წლიდან ირლანდიაში ჰომოსექსუალობა სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნეოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...