ირკლი კობახიძე: შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია – ასეთი ტიპის შეთანხმებას ხელს არასდროს აღარ მოვაწერთ

„ჩვენ, ბუნებრივია ქვეყანას უნდა გავუფრთხილდეთ და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ის, რომ ქვეყანა თუნდაც დროებით, გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან. ჩვენ გვქონდა საუბარი, ერთია რომ ეს იყო დახურული და დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ რაც შემიძლია გითხრათ რომ არის ის, რომ პრეზიდენტს აინტერესებდა ჩვენი მოსაზრებები მიმდინარე პროცესებზე. ძირითადი საუბრის თემა იყო ეს. ” – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ჩვენ არ მოგვისმენია მოწოდებები 100 დღის განმავლობაში რადიკალური ოპოზიციის მიმართ და თქვენ გახსოვთ რომ ოთხი პოლიტიკური პარტია არ აწერდა ხელს ამ დოკუმენტს, გარდა ამისა ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს არ ჰქონდა ხელი მოწერილი ამ დოკუმენტზე, მაშინ შეიძლება მეტი აქტიურობა რომ ყოფილიყო, მოეწერათ ხელი ამ პოლიტიკურ პარტიებს და დეპუტატებს მიშელის დოკუმენტენზე, მაგრამ ახლა არის ბუნებრივია არის დაგვიანებული. მკაფიოდ განვაცხადეთ და პატარა ბავშვები არ ვართ, განვაცხადეთ, რომ ანულირებულია ეს შეთანხმება და ამ ანულირების მიზეზი არის ის ოთხი პოლიტიკური პარტია, ის 30-ზე მეტი დეპუტატი, რომელიც ხელს არ აწერდა დოკუმენტს 100 დღის მანძილზე. ასევე, სხვა პარტიებიც არიან პასუხისმგებლები, რომლებიც ხელს აწერდნენ, მაგრამ მხარს არ უჭერდნენ კონკრეტულ ინციატივებს ამ დოკუმენტიდან გამომდინარე, ისინი არიან რა თქმა უნდა პასუხისმგებლები.

ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ გადავხედავთ და ვერ გადავხედავთ, უპრინციპობას ვერ გვაპატიებს ჩვენი ამომრჩეველი და საქართველოს მოსახლეობა. ” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ცნობისთვის, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმებამ თავი ამოწურა/ მისივე თქმით, თუ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია – ჩვენ მზად ვართ

კომენტარები
იტვირთება...